ახალი ამბები

საკრებულოს დეპუტატები საკრებულოს წინააღმდეგ

21 ივლისი, 2011 • 1281
საკრებულოს დეპუტატები საკრებულოს წინააღმდეგ

თბილისის საკრებულოს დეპუტატებს: თინათინ ხიდაშელს, კობა დავითაშვილს, ვიქტორ დოლიძესა და ნათელა მაჭავარიანს თბილისის საკრებულოს წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ.

დეპუტატებმა სარჩელი თბილისის საკრებულოს მიერ ნარჩენების მართვის გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადზე გადაბმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით  შეადგინეს.

“ჩვენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საკრებულოში, იმ დღესვე შევპირდით საზოგადოებას, რომ გავასაჩივრებდით ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში.

დღეს სოციალურ ქსელში ინიცირებული გამოკითხვის შედეგად სრულიად ნათლად არის გამოხატული მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნული ტარიფის მიმართ და მეორე მხრივ, მხარდაჭერა საკრებულოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის.

დღევანდელი მდგომარეობით, სოციალურ ქსელებში 12, 834–მა თბილისელმა სრულიად ნათლად და ცალსახად გამოხატა თავისი პროტესტი და სწორედ ამ ფონზე, ამგვარი მხარდაჭერის შედეგად, ამ ადამიანების სახელით შეგვაქვს საჩივარი თბილისის საკრებულოს წინააღმდეგ და ვითხოვთ 24 ივლისის №7-38 გადაწყვეტილების გაუქმებას, როგორც კანონსაწინააღმდეგო და უსამართლო სამართლებრივი აქტის“–ნათქვამია დეპუტატთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი