
„დამიკავშირდა გამომძიებელი, ვლადიმერ დათაშვილი და მითხრა, რომ დამატებითი კითხვები აქვთ დაკავებულებთან და განმეორებით უნდა შევიდეთ სამივე დაკავებული ფოტოგრაფის ადვოკატები გლდანის ციხეში. მე დაახლოებით სამი საათისთვის ვარ დაბარებული“, –ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში დაკავებული ფოტოგრაფის, გიორგი აბდალაძის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე.
გლდანის ციხეში პროკურატურამ დღეს, პირველ საათზე, დაიბარა ზურაბ ქურციკიძის ადვოკატი მიხეილ ღოღაძე.
ადვოკატებისთვის ჯერ არ არის ცნობილი, კონკერტულად რა დამატებითი კითხვები აქვს პროკურატურას დაკავებულებთან.
ამავე თემაზე:
პროკურატურა გიორგი აბდალაძის აღიარებით ჩვენებას ასაჯაროებს
პროკურატურა ფოტოგრაფების საქმეზე დამატებით ინფორმაციას 16:00 საათზე გაავრცელებს
ადვოკატი: ქურციკიძემ დანაშაული აღიარა
ცნობილი გახდება ახალი დეტალები ფოტორეპორტიორების საქმეზე




