ახალი ამბები

გაერო კლიმატის ცვლილების პრობლემის განხილვას გეგმავს

21 ივლისი, 2011 • 1111
გაერო კლიმატის ცვლილების პრობლემის განხილვას გეგმავს

“კლიმატის ცვლილების პრობლემა მომავალში მსოფლიო უსაფრთხოებისთვს ერთ–ერთ მთავარ საფრთხედ იქცევა”,–განაცხადა გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ხელმძღვანელმა, აჩიმ შტაინერმა, იუწყება ბი–ბი–სი.

შტაინერის თქმით, კლიმატის შემდგომი ცვლილებები პლანეტაზე სტიქიური უბედურებების რიცხვს გაზრდის.

მაგალითისთვის მან პაკისტანში შარშან მომხდარი წყალდიდობა და სომალიში გვალვა დაასახელა.

კლიმატის ცვლილების შესახებ საკითხის გატანას განსახლილველად გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზეც აპირებენ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსეთს განსხვავებული მოსაზრება აღმოაჩნდა. მან გაეროს მოუწოდა, კლიმატის ცვლილების საკითხის პოლიტიზირება არ მოახდინოს და უშიშროების საბჭომ საკითხი არ განიხილოს. რუსეთს მხარი ზოგიერთმა განვითარებადმა ქვეყანამაც დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი