„ქართულმა პარტიამ” დევნილთა უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა

„ქართული პარტიის“ განცხადებით, დღეს, 19 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ პარტიამ დევნილთა საკომპენსაციო თანხებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.

სარჩელის შეტანამდე, როგორც „ქართული პარტია“ აცხადებს, საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით, სამინისტროს უკვე მიმართა, რასაც არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

“სამინისტროს მხრიდან კანონის მოთხოვნათა იგნორირება მინისტრთან გასაჩივრდა, თუმცა, რეაგირება არც  უწყების ხელმძღვანელის მხრიდან  ყოფილა. არადა, ნათელია, რომ სახელისუფლებო სტრუქტურები  კანონს უხეშად არღვევენ და სახელმწიფოს მიერ მოქალაქეების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები არ სრულდება. „ქართულ პარტიას“ დახმარებისთვის მომართავენ მოქალაქეები, რომლებმაც საკომპენსაციო თანხის – 10000 აშშ დოლარის – სანაცვლოდ, საცხოვრებელ ფართზე უარი თქვეს, მაგრამ თანხა დღემდე არ მიუღიათ. უფრო მეტიც, თანხა მათ ანგარიშზე 2-ჯერ დაირიცხა, მაგრამ  გაურკვეველი მიზეზით, ორივეჯერ მოიხსნა”, –აღნიშნულია “ქართული პარტიის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge