ახალი ამბები

“Я агент ЦРУ, ФСБ, Ми-5”

19 ივლისი, 2011 • 1386
“Я агент ЦРУ, ФСБ, Ми-5”

აქცია სახელწოდებით “Я агент ЦРУ, ФСБ, Ми-5», დღეს, 11 საათზე, კიევში საქართველოს საელჩოსთან გაიმართება. მას ფოტოგრაფები და ჟურნალისტები ტრასპარანტებით  “Я агент ЦРУ, ФСБ, Ми-5» გამართავენ. ამ ფორმით აქტივისტები საქართველოში „ფოტოგრაფების საქმის“ დახურულ გამოძიებას აპროტესტებენ.

„ჩვენ არ უარვყოფთ, რომ  ყოველი სახელმწიფო საკუთარ ნაციონალურ ინტერესებს უნდა იცავდეს. ჩვენ გულწრფელად ვგულშემატკივრობთ ქართველი ერის წარმატებას დამოუკიდებლობის აღმშენებლობაში. ერთადერთი, რასაც ჩვენ, როგორც დაპატიმრებულთა კოლეგები ვითხოვთ არის ის, რომ თავდებით გამოუშვან ფოტოგრაფები და გაასაჯაროონ მტკიცებულებები მათ წინააღმდეგ, დაამტკიცონ, რომ  ისინი მართლა ჯაშუშები არიან. როგორ და რატომ შეუძლია ფოტოგრაფს 21–ე საუკუნეში ჯაშუშობა – ეს კითხვა მათი დაკავების შემდეგ გაჩნდა და ახლაც ღიად რჩება, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, იგორ სობოლევმა.

ამავე თემაზე:

“საქართველოს მთავრობა უკრაინელ ჟურნალისტებსაც გადაწვდა”

ფოტორეპორტიორების მხარდამჭერი აქცია უკრაინაში საქართველოს საელჩოსთან[Video]

მასალების გადაბეჭდვის წესი