ახალი ამბები

შსს ჯაშუშებს თანამშრომლობას თავაზობს

19 ივლისი, 2011 • 1137
შსს ჯაშუშებს თანამშრომლობას თავაზობს

“კონტრდაზვერვის სამსახური მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ თუ პირი, რომელიც დაკავშირებულია უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურებთან, ნებაყოფლობით გამოცხადდება კონტრდაზვერვის დეპარტამენტში ან დაუკავშირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ან ელექტრონულ ფოსტაზე და  ითანამშრომლებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, გათავისუფლებული იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან”, – ამ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო 6 წლის მანძილზე მესამედ აქვეყნებს.

პირველად ასეთი განცხადება შსს–მ 2006 წლის 27 სექტემბერს გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა საქართველოს 11 მოქალაქე დააკავა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან (გრუ) თანამშრომლობის ბრალდებით.

მეორედ ანალოგიური განცხადებით შსს–მ საზოგადოებას მიმართა 2010 წლის 11 მაისს, როდესაც სამართალდამცავების მიერ ჩატარებული იქნა სპეცოპერაცია „ენვერი”.

მესამეჯერ ეს განცხადება შსს–მ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ხმაური მოჰყვა ჯაშუშობის ბრალდებით ქართველი ფოტორეპორტიორების დაკავებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი