ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

18 ივლისი, 2011 • 1016
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალი ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი, რომლის დანიშვნის თაობაზე ინფორმაცია 5 ივლისს ბრიუსელში  გამოაცხადეს, დღეს ოფიციალურად შეუდგა თავისი მოვალეობების შესრულებას.

მისიის ახალი ხელმძღვანელი საქართველოში  ჯერ არ ჩამოსულა – 27 ივლისამდე იგი  რამდენიმე დღის განმავლობაში ბრიუსელში რიგ გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს და ბრიფინგებს დაესწრება.

ტიშკევიჩი საქმიანობის პირველ დღეებში დვანში 28 ივლის დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრას დასწრება.

ეს ინფორმაცია დღეს სადამკვირვებლო მისიამ გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი