ახალი ამბები

საპატრიარქო ფარულ ჩანაწერებზე: ეს არის გამიზნული ბოროტება და დანაშაული ქვეყნის წინააღმდეგ

22 მარტი, 2016 • 1173
საპატრიარქო ფარულ ჩანაწერებზე: ეს არის გამიზნული ბოროტება და დანაშაული ქვეყნის წინააღმდეგ

საქართველოს საპატრიარქო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების ტირაჟირებას ეხმაურება. საპატრიარქოს განცხადებას ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ:

“ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ვგმობთ ყოველგვარი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებისა და გასაჯაროების ფაქტს და მივიჩნევთ, რომ ასეთი ქმედება არის გამიზნული ბოროტება და დანაშაული, როგორც ამა თუ იმ პიროვნების, ისე ქვეყნის წინააღმდეგ.

ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ ქრისტიანული სამყარო, ისევე როგორც ყველა ტრადიციული რელიგია, რა თქმა უნდა, დაიცავს და აკურთხებს მხოლოდ კანონიერ მეუღლეებს შორის სიყვარულისა და ქორწინების საფუძვლებზე დამყარებულ ურთიერთობებს და ყოვლად მიუღებლად თვლის ნებისმიერი სახის სხვა თანაცხოვრებას;

რაც შეეხება მონანულ ადამიანს, მას ეკლესია იწყნარებს და სიყვარულით უღებდა და კვალავაც გაუღებს კარს.”

სავარაუდოდ ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრები ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების გამო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქართველომ დახმარებისთვის FBI-საც მიმართა.

Youtube.com-ზე გასულ კვირაში ასევე გამოქვეყნდა მეორე ვიდეომასალაც, რომლის ამტვირთავებიც კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს თავიანთ საქმიანობაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამოქვეყნებით ემუქრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი