ახალი ამბები

საქართველოს ელჩად სლოვაკეთის რესპუბლიკაში რევაზ გაჩეჩილაძე დანიშნეს

21 მარტი, 2016 • 1528
საქართველოს ელჩად სლოვაკეთის რესპუბლიკაში რევაზ გაჩეჩილაძე დანიშნეს

დღეს, 21 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რევაზ გაჩეჩილაძე დანიშნა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი რევაზ გაჩეჩილაძეს შეხვდა და წარმატებები უსურვა.

რევაზ გაჩეჩილაძე სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში, სომხეთის რესპუბლიკაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.

რევაზ გაჩეჩილაძეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი 1998 წელს მიენიჭა.

მასალების გადაბეჭდვის წესი