ახალი ამბები

19.00– 20.00 : ერთსაათიანი ეთერი ფოტორეპორტიორების დაკავებაზე

16 ივლისი, 2011 • 1227
19.00– 20.00 : ერთსაათიანი ეთერი ფოტორეპორტიორების დაკავებაზე

დღეს ერთსაათიანი საეთერო აქცია გაიმართება რამდენიმე ტელევიზიის და რადიოს ეთერში დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეზე.

19.00 დან 20.00 საათამდე  ფოტორეპორტიორების საქმეზე  საუბრები წარმოადგენს აქციას, რომლის  ორგანიზატორია ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფი.

აქციაში მონაწილეობენ  ტელეკომპანიები – “მაესტრო”, “კავკასია”, “ტრიალეთი”, “25-ე არხი”, ინტერნეტტელევიზიები – “პალიტრა-ტვ”, “ობიექტივი”, რადიოები – “პალიტრა”, “უცნობი”, “მაესტრო”, “ობიექტივი”. ორგანიზატორები სხვა სამაუწყებლო მედიებსაც მოუწოდებენ აქციაში მონაწილეობისაკენ.

ორშაბათს აქცია ბეჭდური პრესის ფურცლებზე და ვებ გვერდებზე გაგრძლდება – ჟურნალ–გაზეთები გამოვა ფოტოების გარეშე, ხოლო პირველ გვერდებზე  განთავსდება წარწერა – No Photo, No Democracy.  ჯერჯერობით ცნობილი არ არის რამდენი ბეჭდური გამოცემა შეუერთდება აღნიშნულ აქციას.

შეგახსენებთ, ჯაშუშობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ივლისს 5 ფოტორეპორტიორი დააკავა. „ასოშიტედ პრესის“ ფოტორეპორტიორი შაჰ აივაზოვი რამდენიმე საათში ბრალის წაყენების გარეშე გაათავისუფლეს. ნათია გედენიძე გაათავისუფლეს ბრალდების წარდგენის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ. წინასწარ პატიმრობაში რჩებიან ევროპის პრეს ფოტო სააგენტოს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე,  გიორგი აბდალაძე ( „ასოშეიტედ პრესის“ შტატგარეშე ფოტორეპორიორი, გაზეთ „ალიას“ ფოტორეპორტიორი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი) და ირაკლი გედენიძე – პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი.

წინა სასამართლო სხდომა ირველ სექტემბერს უნდა გაიმართოს, რომელზეც მხარეები ერთმანეთს მტკიცებულებებს წარუდგენენ. თუმცა, არ არის გამორიცხული ეს პროცესი უფრო ადრე შდგეს, თუკი გამოძიება დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი