ახალი ამბები

თინა ხიდაშელი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისგან განმარტებას მოითხოვს

15 ივლისი, 2011 • 1139
თინა ხიდაშელი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისგან განმარტებას მოითხოვს

“თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა ახვლედიანმა ჩვენი პრეტენზიების საპასუხოდ საჯაროდ განაცხადა “სატენდერო პირობების თანახმად, მგზავრობის საფასური არც ერთი თეთრით  არ გაიზრდება, რაც თითოეული თბილისელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.” განცხადება იხილეთ, საკრებულოს ვებ-გვერდზე.

მოვითხოვთ, ბატონმა ახვლედიანმა განმარტება გააკეთოს დღეს კომპანია „თბილ-ლაინის“ ხელმძრვანელის ბატონი ასანიძის მიერ გამოცხადებული ტარიფების შესახებ, 80 თეთრიანი პირველი და 65 თეთრიანი მეორე მგზავრობის თაობაზე.

ამასთანავე, ვინაიდან ბატონმა ჯოხაძემ (თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა) განაცხადა, რომ შეღავათებით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველები, მოვითხოვთ დღესვე საზოგადოებას წარმოუდგინონ ოფიციალური ინფორმაცია თბილისის ბიუჯეტიდან რომელიც ამ დაპირებას რეალობად აქცევს, ვინაიდან საკრებულოს სამარშრუტო ტაქსებით მომსახურების სფეროში სუბსიდიის დამტკიცების შესახებ არ უმსჯელია და არც შესაბამისი ცვლილება შეუტანია ბიუჯეტში”–ნათქვამია თბილისის საკრებულოს წევრის, თინა ხიდაშელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი