ახალი ამბები

მერაბიშვილი: ქურციკიძე დაკავშირებულია 2006 წლის ჯაშუშების სკანდალურ ჯგუფთან

13 ივლისი, 2011 • 1042
მერაბიშვილი: ქურციკიძე დაკავშირებულია 2006 წლის ჯაშუშების სკანდალურ ჯგუფთან

შინაგან საქმეთა მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს “ბლუმბერგი”.

სტატიაში ავტორს მოჰყავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციტატა:

“ზურაბ ქურციკიძე დაკავშირებულია 2006 წლის ჯაშუშების სკნადალურ ჯგუფთან. ის ეჭვმიტანილია სატელეფონო საუბრებისა და სხვა ტიპის კონტაქტებში 2004 წლიდან და ჩვენ ამის საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს”.

სტატიაში, ასევე, ნათქვამია, რომ პოლიციის ცნობით, ფოტოგრაფები კონფიდენციალურ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის შესახებ ქურციკიძის მეშვეობით აწვდიდნენ რუსეთის სპეცსამსახურებს.

მერაბიშვილის თქმით, რომელსაც “ბლუმბერგი” ავრცელებს ქურციკიძე დაკავშირებულია ანატოლი სინიცინთან და სერგეი ოკროკოვთან, რომლენიც დაპატიმრებულები იქნენ 2006 წელს ჯაშუშობის ბრალდებით და შემდეგ გაშვებულნი რუსეთში. ორი წლის შემდეგ კი რუსეთმა საქართველოს ხუთდღიანი ომი მოუგო.

მერაბიშვილის თქმით, ფოტოგარფების დაკავებას საერთო არაფერი აქვს მაისის საპროტესტო აქციებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი