ახალი ამბები

მედიის წარმომადგენლების ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა დაიწყო

13 ივლისი, 2011 • 1040
მედიის წარმომადგენლების ვანო მერაბიშვილთან შეხვედრა დაიწყო

ლაშა ტუღუში და ზვიად ქორიძე შსს-ში შედიან
ლაშა ტუღუში და ზვიად ქორიძე შსს-ში შედიან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე შევიდნენ მედიის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენლები.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, საბჭოს წევრი და სტუდია “მონიტორის” ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი თამარ კორძაია, მედიაექსპერტი ნინო დანელია, ჟურნალ “ლიბერალის” მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი, მედიაექსპერტი და “სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის” ხელმძღვანელი ია ანთაძე და გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში რამდენიმე წუთში შეხვდებიან შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს.

კოალიციის წარმომადგენლებიდან სამინისტროში შესვლამდე კომენტარი მხოლოდ ლაშა ტუღუშმა გააკეთა. მისი თქმით, მთავარი მოთხოვნა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების თავდებით გათავისუფლება იქნება.

კოალიციის წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნა ფოტოგრაფების საქმის გასაჯაროება უნდა ყოფილიყო, თუმცა მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვა გასაჯაროვდება, გარდა იმ ნაწილებისა, რომელზეც განხილული იქნება საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილნი არიან მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დახლოებით 60–მდე ადამიანი. კოალიციის წარმომადგენლების მინისტრთან შეხვედრის დეტალებზე სამინისტროდან გამოსვლისთანავე საჯაროდ ისაუბრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი