ახალი ამბები

გამსახურდიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო

13 ივლისი, 2011 • • 1028
გამსახურდიას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო

დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას საქმეზე განაჩენი არ გამოცხადდა. როგორც ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი, ქეთი ბექაური აცხადებს, გადაწყვეტილების გამოცხადება ორშაბათამდე გადაიდო.

ბექაურის თქმით პროკურორის თანაშემწემ ადვოკატებს დღეს შეატყობინა,რომ პროკურორის, შოთა რიჟამაძის შეუძლოდ ყოფნის გამო ორშაბათამდე გადაიწევდა სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადება.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის 27 ოქტომბერს დააკავეს და მას იარაღის უკანონოდ ტარებისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალი წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და 9 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, მოგვიანებით, ციხის სავადმყოფოში ყოფნისას, მას ბრალად სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზება წაუყენეს, რაშიც სასამართლომ ასევე დამნაშავედ სცნო და საერთო ჯამში მას 14 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

ამავე თემაზე:

პრეზიდენტის შვილის გასამართლება


მასალების გადაბეჭდვის წესი