ახალი ამბები

დაკავებულ ფოტოგრაფებზე კომენტარი რუსეთის საგარეო უწყებაშიც გაკეთდა

13 ივლისი, 2011 • 1173
დაკავებულ ფოტოგრაფებზე კომენტარი რუსეთის საგარეო უწყებაშიც გაკეთდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 12 ივლისს დაკავებულ ფოტოგრაფებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ფოტოგრაფების დაკავება საქართველოში ანტირუსული ისტერიის გაგრძელებად შეაფასა.

„ფოტოგრაფების დაკავება ამტკიცებს კიდევ ერთხელ იმას, რომ თბილისში ანტირუსული ისტერია იზრდება. საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო და საკუთარ საზოგადოებას დაჟინებით უმტკიცებს, რომ საქართველო რუსი ჯაშუშებითა და დივერსანტებით სავსეა და ხელისუფლება ამას დაუღალავად ებრძვის.

მისი თქმით საქართველოში ანტირუსული პარანოიის მსხვერპლი უდანაშაულო ადამიანები ხდებიან.“–განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი