ახალი ამბები

ეკონომიკური თავისუფლების აქტი მთავრობის სხდომაზე

12 ივლისი, 2011 • • 1071
ეკონომიკური თავისუფლების აქტი მთავრობის სხდომაზე

დღეს, 12 ივლისს, საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ჟურნალისტების თანდასწრებით მთავრობის წევრებს ეკონომიკური თავისუფლების აქტის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კანონი სამომავლოდ საქართველოს გაკოტრებისგან დაიცავს.

კანონი ეკონომიკური თავისუფლების აქტის შესახებ საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას მიიღო. ნიკა გილაურის თქმით, “ეს არის კანონი გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკის შესახებ, სადფაც გაწერილია თუ რა მაკროეკონომიკური წესებით შეუძლია იხელმძღვანელოს მთავრობამ მომავალში.”

ნიკა გილაურის თქმით, კანონში გაწერილია  მაქსიმალური სახელმწიფო დანახარჯები, ასევე ბიუჯეტის მაქსიმალურად დასაშვები დეფიციტი, ვალების მაქსიმალური რაოდენობა, რაც საბოლოოდ ქვეყანას დაიცავს გადაუხდელი ვალების აღებისა და გაკოტრებისგან. პრემიერს ასევე მიაჩნია, რომ ამ კანონის მიღება ახალ გზებს გაუხსნის ინვესტორებს და მათ საქართველოში მოზიდვას შეუწყობს ხელს, რადგან ივესტორების გეგმები 15-20-30 წელზეა გათვლილი. მთავრობაში კი დარწმუნებულნი არიან, რომ ეკონომიკური თავისუფლების აქტი ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას სწორედ ამ დროის მანძილზე უზრუნველყოფს. როგორც პრემიერმა განმარტა, კანონზე მუშაობა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და მის შექმნაში მონაწილეობა ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად საერთაშორისო ექსპერტებმაც მიიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი