ახალი ამბები

ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

12 ივლისი, 2011 • 1050
ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი  დააკავეს

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი, ჯემალ ხიმშიაშვილი დაკავებულია.

ბოლო დროს ხიმშიაშვილი „ბათუმი პარკინგის“ დირექტორად მუშაობდა, საიდანაც იგი ერთი თვის წინ გაათავისუფლეს. საკრებულოს სხდომაზე ამ გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

ინფორმაციას დაკავების  შესახებ ბათუმის მერიაში ადასტურებენ.  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გელა მახარაძის ინფორმაციით ჯემალ ხიმშიაშვილი ამჟამად უმუშავარი იყო.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ხიმშაშვილის დაკავება ბათუმის მერიაში მის საქმიანობას, გელა მახარაძე ამბობს, რომ მისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია საქმის დეტალები, თუმცა ცნობილია, რომ პროკურატურაში დაკითხვაზე ბათუმის მერიის ორი თანამშრომელი, თენგიზ პეტრიძე და თენგიზ ხუციშვილი დაიბარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი