ახალი ამბები

ინტერვიუ ზურაბ ქურციკიძის ადვოკატთან

12 ივლისი, 2011 • 1063
ინტერვიუ ზურაბ ქურციკიძის ადვოკატთან

როგორც ვიცით, დღეს თქვენ შეხვდით ზურაბ ქურციკიძეს და ამის შემდეგ უნდა გამოგეტანათ მისი წერილობითი მიმართვა საზოგადოებისთვის. მოახერხეთ თუ არა ამ წერილის გამოტანა სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებიდან, სადაც თქვენი დაცვის ქვეშ მყოფია განთავსებული?

ვნახე ზურა, ნორმალურად არის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ნორმალურად არის. განცხადება წერილობით არ გამომიტანია, უბრალოდ, იგივეს იმეორებს, ანუ მესიჯის სახით გამოვიტანე, რომ უდანაშაულოა, ყველას მადლობას უხდის, მხარდამჭერებს და სულიერად არ ეცემა.

არის შესაძლებლობა, რომ მანაც, ირაკლი გედენიძის მსგავსად მისცეს აღიარებითი ჩვენება?

ამ ეტაპზე ნამდვილად არ ფიქრობს ასეთ რაღაცას, იმიტომ, რომ საქმეს შევუდექით ჩვენ უკვე და ვაპირებთ შესაბამისი მტკიცებულებებით წარსვდგეთ სასამართლოს წინაშე.

ცნობილია, რომ ევროპის პრესფოტო სააგენტოს უნდა გამოეგზვნა საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები. მიიღეთ უკვე ეს დოკუმენტები?

ნაწილი გვაქვს, ველოდებით ნაწილს, რომელსაც, უშუალოდ ჩამოვლენ და გადმოგვცემენ ამ დოკუემნეტებს.

და რაც მიიღეთ, ეს ნაწილი დოკუმენტებისა, საბანკო გადმორიცხვებს შეეხება?

ამასთან დაკავშირებით მე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

გუშინ რა მოხდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რა ტიპის პრობლემა შეგექმნათ ჩანაწერების გამოტანასთან დაკავშირებით?

ეს იყო ჩემი ჩანაწერები, ბრალდებულთან შეხვდერისას ვაკეთებთ ხოლმე, როგორც წესი, დეტალურ ჩანაწერებს და ამასთან დაკავშირებით შემექმნა პრობლემა. მთხოვეს, რომ გადამეცა, წაეკითხათ და ამის შემდეგ დამრთავდნენ ნებას გამოტანაზე. რა თქმა უნდა, შევეწინააღმდეგე, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეს ადევს გრიფი და არავითარ შემთხვევაში, მე მათ არ გავაცნობდი ჩემს მიერ დაწერილ ტექსტს.

კონკრეტულად ვინ მოითხოვა ეს თქვენგან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში?

ზედამხედველმა მოითხოვა.

შემდეგ რა მოხდა?

მე იძულებული ვიყავი, რომ დამეხია ეს ჩანაწერი, რადგან მას არ წაეკითხა.

და ეს დახეული ნაწილები თანვე წამოიღეთ?

ძალიან ვწუხვარ ამაზე, მაგრამ დავხიე და იქვე ჩავყარე ნაგავში.

ანუ იქვე დატოვეთ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში?

კი.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში უარყოფენ ამ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ ეს რეალობას მოკლებულია.

დღესაც ვიყავი მე უფროსთან ჩასული და მან კიდევ ერთხელ გამიმეორა, რომ ასეთი რაღაც არ ხდება ჩვენთან – მხოლოდ ჩვენი მეშვეობით ხდება რაღაც გარკვეული ჩანაწერების გატანა და არ მაინტერებს, რომ საქმეს ადევს გრიფი, ჩვენ ვკითხულობთ თქვენს ჩანაწერებსო.

კონკრეტულად ვინ გითხრათ ეს?

ეს იყო უშუალოდ ხელმძღვანელი #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების.

 

 

ამავე თემაზე:

ქურციკიძის ადვოკატი ციხის ადმინისტრაციისგან შექმნილი პრობლების ფაქტს ახმიანებს

მასალების გადაბეჭდვის წესი