ახალი ამბები

ვერა ქობალია გამოჩნდა

12 ივლისი, 2011 • 1358
ვერა ქობალია გამოჩნდა

ვერა ქობალია
ვერა ქობალია

ამ წუთებში საქართველოს მთავრობის სხდომაზე დასასწრებად სახელმწიფო კანცელარიაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია მივიდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვერა ქობალია მედიის წინაშე გამოჩნდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე მედია საშაულებამ მისი მოულოდნელად ჰოსპიტალიზაციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

“არ მესმის ამ კითხვებსს რატომ მისვამთ, რამდენჯერაც მივალ ანალიზებზე ან გეგმიურ შემოწმებაზე საავადმყოფოში, ეს რატომ არის სახელწმიფო მნიშვნელობის საკითხი?” – განუცხადა ქობალიამ ჟურნალისტებს.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვერა ქობალია სასწრაფო დახმარების მანქანით იქნა ჰოსპიტალიზებული 5 ივლისს კლინიკაში “მედი ქლაბ ჯორჯია”, თავდაპირევლად საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო “მედი ქლაბ ჯორჯიამ”. ამის შემდეგ “ინტერპრესნიუსმა” კლინიკის მისაღების თანამშრომელთან სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც კლინიკაში ვერა ქობალიას მისვლას ადასტურებს კლინიკის წარმომადგენელი. აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ კლინიკის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ქობალია “მედი ქლაბ ჯორჯიას” კლიენტია და იქ ის პერიოდულად გადის სამედიცინო შემოწმებას, რაც, ასევე, დაადასტურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურმა, თუმცა ეჭვების გასაფანტად ქობალიასთან შეხვედრა მედიის წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს. თანაც, აუდიო ჩანაწერის შემდეგ “ინტერპრესნიუსმა” გამოაქვეყნა ფოტოები, რომელზეც კლინიკაში მყოფი ვერა ქობალია იყო გამოსახული.

მასალების გადაბეჭდვის წესი