ახალი ამბები

სოზარ სუბარი თომას ჰამერბერგს შეხვდა

12 ივლისი, 2011 • 1021
სოზარ სუბარი  თომას ჰამერბერგს  შეხვდა

„ქართული პარტიის“ ლიდერის და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამარბერგის შეხვედრის შესახებ  ინფორმაციას „ქართული პარტია“ ავრცელებს.

პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, სოზარ სუბარი ჰამერბერგს ევროპაში შეხვდა, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფება და საუბარი შეეხო საქართველოსთვის აქტუალურ თემებს: „კერძოდ, ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დევნისა და პოლიტპატიმრების საკითხზე, რაზეც ბატონი კომისარი თავის ბოლო მოხსენებაშიც ლაპარაკობს“.

„ქართული პარტიის“ ინფორმაციით სოზარ სუბარმა თომას ჰამარბერგს გააცნო ბოლო ორი თვის განმავლობაში „ქართული პარტიის“ წევრების, პარტიასთან დაახლოებული პირების, მათი ოჯახის წევრებისა თუ ნათესავების დევნის, უკანონო დაპატიმრების, წამებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიცირების, ყალბი ბრალდებების შექმნის ფაქტები.

„ამავე კონტექსტში ლაპარაკი იყო „სახალხო კრების“ წევრებისა და აქტივისტების, ასევე ,,შეფიცულებისა“ თუ ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრების დევნაზე“, ნათქვამია პარტიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი