ახალი ამბები

დღეს ჟურნალისტები შსს–სთან აქციას გამართავენ

11 ივლისი, 2011 • 986
დღეს ჟურნალისტები შსს–სთან აქციას გამართავენ

დღეს, 11 ივლისს,13 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ინიციატივით, ჟურნალისტების აქცია გაიმართება.

ქარტიის საბჭო ფოტორეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით, შს მინისტრთან შეხვედრას და საქმეზე საიდუმლო “გრიფის” დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს რეპორტიორებს, მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, აქციაზე ფოტოკამერებით მივიდნენ.

დღესვე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ორგანიზებით, ჟურნალისტების საპროტესტო აქციები, თბილისის პარალელურად, 13:00 საათზე, გაიმართება ოზურგეთსა და ბათუმშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი