ახალი ამბები

მრევლი პარლამენტისკენ დაიძრა

10 ივლისი, 2011 • 944
მრევლი პარლამენტისკენ დაიძრა

ამ წუთებში მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წარმომადგენლები პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. ისინი რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული კანონისა და ელეტრონული საბუთების გაუქმებას მოითხოვენ.მათი თქმით, აღნიშნულ საკითხებზე ხვალ, საპატრიარქოში წმინდა სინოდი იმსჯელებს.

13 ივლისს კი, 11:00 საათზე, წმ. გიორგის სადროშოს წარმომადგენლების ორგანიზებით, მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერები დედა ენის ბაღში შეიკრიბებიან, საიდანაც სიონის ტაძრისკენ გაემართებიან. აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წარმომადგენლებს ამავე დღეს რეგიონებში მოქმედ ტაძრებში შეიკრიბონ და სანთლებით ხელში სიმბოლური წრე შემოარტყან ტაძრებს.

 

ამავე თემაზე:

ინციდენტი მეტეხის ხიდზე

მრევლისთვის ახალ კანონთან ერთად ბიომეტრული პასპორტებიც მიუღებელია

ეკლესიის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი