ახალი ამბები

პრეზიდენტი პირადი ფოტოგრაფის დაკავების შესახებ

10 ივლისი, 2011 • 1121
პრეზიდენტი პირადი ფოტოგრაფის დაკავების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტი პირადი ფოტოგრაფის ჯაშუშობის ბარლდებით დაკავების ფაქტს რუსული რადიოსადგურის “ეხო მოსკვის” ეთერში გამოეხმაურა:

“ნახევარი საათით ადრე გავიგე, რომ მას დააკავებდნენ. მანამდე საქმე უკვე მზად იყო და ეს მიანიშნებს იმაზე. რომ, პირველ ყოვლისა, ამ ტიპის საქმის მომზადება შეუძლიათ ჩემს გარეშე და ეს სწორია. რადგან საქმე იქმნება როგორც ჩემს პირად ფოტოგრაფზე, ისე ჩემს ნათესავებზე.

ძალიან ბევრი ჩემი ნათესავი მოექცა გამოძიების ქვეშ და ჰქონდათ მათ პრობლემები. მე სრულიად მივესალმები ამას – ყველამ იცის ჩემი განწყობა: მე არავითარი შეზღუდვა არ მაქვს. თუკი ჩემი შვილი დაკავდებდა ამით, დაე, ჩემი შვილის საქმითაც დაკავდნენ. მაგრამ ეს არ არის პარანოია, ეს, უბრალოდ, კანონის უზენაესობაა და თანასწორობა ყველასთვის, აი, ეს, რაც ჩვენს შევქმენით საქართველოში მერიტოკრატია, როდესაც ადამიანები შედეგებს აღწევენ თავიანთი ნიჭიდან გამომდინარე, უმაღლეს სასწავლებლებში ირიცხებიან თავისით, თავისით იკეთებენ კარიერას. ყველა სახლემწიფო დაწესებულება კადრებს იღებს ღია კონკურსით და ყველა ტენდერი ელექტრონულად ტარდება, რაც არის, პირველ რიგში მერიტოკრატია.

მეორეს მხრივ, კანონის წინაშე თანასწორობა. პრეზიდენტია, თუ არა პრეზიდენტი, ძმისშვილია იქა, ბიძა და ა.შ., პირადი ფოტოგრაფი – ყველა თანასწორია. და ამაშია… ეს ძალიან ძლიერი სისტემაა, მას აქვს თავისი სისუსტეც, რადგან ის ხელმისაწვდომია, ის შეიძლება მანიპულირებული იქნას და ცუდად გამოყენებული, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მისი უპირატესობა გაცილებით დიდია, ვიდრე ეს ნეგატიური მხარეები.

და რაც შეეხება კონკერტულად პირად ფოტოგრაფს, მე ძალიან განაწყენებული ვიყავი, მე ამ დრომდე ძალიან–ძალიან განაწყენებული ვარ. მაგრამ ჩემი პირადი გრძნობები მეორეხარისხოვანია. და როგორც არის, რაიმე პირადი არ შეიძლება ამაში იყოს. რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემი პირადი დამოკიდებულებები, მაგრამ  business as usual (საქმე, როგორც წესია) ამ ქვეყანაში, ისე უნდა იყოს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი