ახალი ამბები

“ალია ჰოლდინგი” ომბუდსმენს მიმართავს

9 ივლისი, 2011 • 1039
“ალია ჰოლდინგი” ომბუდსმენს მიმართავს

“ალია ჰოლდინგი” მიმართავს სახალხო დამცველს და თხოვს მაქსიმალური კონტროლი გამოიჩინოს დაკავებული ფოტორეპორტიორის გიორგი აბდალაძის მდგომარეობის მიმართ და აიყვანოს პირად კონტროლზე.

“ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენი მონიტორინგის ჯგუფი ყოველდღიურად ნახულობს გიორგი აბდალაძეს, მაგრამ კვირა დღე მისთვის განსაკუთრებულად კრიზისულია. ამასთან ერთად, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატებს, კვირას არ აქვთ შესაძლებლობა მოინახულონ გიორგი აბდალაძე და გაიგონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქედან გამომდინარე მოგმართავთ, პირად კონტროლზე აიყვანოთ და მაქსიმალური ინტერესი გამოიჩინოთ მისი მდგომარეობის მიმართ”.

განცხადებაში, რომელიც  “ალიამ ჰოდლინგმა” დღეს გაავრცელა,  ნათქვამია, რომ “ფოტორეპორტიორმა მესამე დღეა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა და ითხოვს უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას”.

გიორგი აბდალაძე სამართალდამცავებმა 7 ივლისს დააკვეს ჯაშუშობის ბრალდებით, 9 ივლისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აბდალაძე ბრალს არ აღიარებს და ჟურნალისტებს მხარდაჭერას თხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი