ახალი ამბები

სასამართლოს განმარტება ფოტორეპორტიორების საქმეზე

9 ივლისი, 2011 • 1044
სასამართლოს განმარტება ფოტორეპორტიორების საქმეზე
თბილისის საქალაქო სასამართლომ დახურულ სხდომაზე განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ზურაბ ქურციკიძეს, ირაკლი გედენიძესა და გიორგი აბდალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ნათია გედენიძეს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
“ბრალდებულებს ბრალად ედებათ ჯაშუშობა, ესე იგი უცხოეთის ორგანიზაციის წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტისა და სხვაგვარი მონაცემების შეგროვება, შენახვა და გადაცემა”, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
სასამართლოს არგუმენტით, “ვინაიდან  ზურაბ ქურციკიძეს, ირაკლი გედენიძეს და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წელზე მეტი ვადით. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულების თავისუფლებაში დატოვების შემთხვევაში ისინი შესაძლოა მიემალნონ გამოძიებასა და სასამართლოს, განაგრძონ დანაშაულებრივი საქმიანობა და ხელი შეუშალონ საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას. 
ამავე საქმეზე, ასევე ჯაშუშობაში ბრალდებულ ნათელა გედენიძის მიმართ,  იმის გათვალისწინებით, რომ ეს უკანასკნელი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო – 10 000 ლარის ოდენობით.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი