ახალი ამბები

“ინტერპრესნიუსის” ვებ გვერდს პრობლემები აქვს

9 ივლისი, 2011 • 1378
“ინტერპრესნიუსის”  ვებ გვერდს პრობლემები აქვს

სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ვებ გვერდზე http://www.interpressnews.ge/ge წვდომა გართულებულია – გვერდი იტვირთება მხოლოდ ზოგიერთი IP მისამართიდან. “ინტერპრესნიუსის” მთავარმა რედაქტორმა ბაია ცანავამ “ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ჯერჯერობით არი იციან ზუსტი მიზეზები და მის გარკვევას ცდილობენ.

“ინტერპრესნიუსის” ჰოსთინგპროვაიდერის, “ინტელკომჯგუფის” წარმომადგენლის, ზაზა ძაძამიას განმარტებით, გათიშვის მიზეზი ტექნიკური პრობლემა გახდა” – ეს განცხადება “ინტერპრესნიუსმა”  ამბები.გე ზე  გამოაქვეყნა . კერძოდ, როგორც ძაძამიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, პრობლემა სერვერებს შორის ინტერნეტის გამანაწილებლის, ე.წ. როუთერის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

მისივე თქმით, საინფორმაციო სააგენტოს ვებგვერდი გამართულ მუშაობას დაზიანებული გამანაწილებლის შეცვლის შემდეგ, სავარაუდოდ, ერთ საათში შეძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი