თბილისში დაკავებული ოთხი ფოტოგრაფის მხარდასაჭერად ბათუმელმა ჟურნალისტებმა დღეს აქცია გამართეს. ჟურნალისტების აქციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტი” შეუერთდა.

“გახადეთ საჯარო ფოტოგრაფების საქმე!”,  “მე ფოტოგრაფი ვარ!” – ასეთი შინაარსის ტრანსპარანტებით გამოვიდნენ აქციის მონაწილეები დღეს ბათუმში. აქციის ორგანიზატორები იყვნენ “გაზეთი ბათუმელები” და ტელეკომპანია “25–ე არხი”.

დღესვე სოლიდარობის აქცია თბილისშიც გამართეს ჟურნალისტებმა.

აქცია ბათუმში
აქცია ბათუმში

ამავე თემაზე:

სოლიდარობა დაკავებულ ფოტოგრაფებს

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *