ახალი ამბები

სოლიდარობა დაკავებულ ფოტოგრაფებს

8 ივლისი, 2011 • 924
სოლიდარობა დაკავებულ ფოტოგრაფებს

დაკავებული ფოტოგრაფებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა დღეს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე შსს-ს შენობის წინ. აქციის ორგანიზატორი „ალია ჰოლდინგი“ იყო, სოლიდარობის გამოსახატად კი აქციაზე სხვადასხვა მედიასაშუალების 20-ზე მეტი ჟურნალისტი და რედაქტორი იმყოფებოდა.

აქციის ორგანიზატორები  ყველა ფოტორეპორტიორს, ჟურნალისტს, ყველა ქართულ და მსოფლიო მედიასაშუალებას, სახალხო დამცველს, დემოკრატიის დამცველი ქვეყნების საელჩოებს, ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, არასამთავრობოებს და ყველა მოქალაქეს მოუწოდებენ გამოხატონ სოლიდარობა და შეუერთდნენ მათ მოთხოვნებს. აქციაში მონაწილეების მთავარი მოთხოვნა კი ფოტოგრაფთა საქმის გასაჯაროება  და ობიექტური გამოძიების ჩატარებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი