ახალი ამბები

სამოქალაქო მოძრაობა თავისუფალი არჩევანისთვის

8 ივლისი, 2011 • 1121
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფალი არჩევანისთვის

ამ წუთებში თბილისში, ვერის კალათბურთის სასახლეში, ოპოზიციური “ექვსიანისა” და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. დარბაზში შეკრებილებს სიტყვით მიმართა “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

“ორიოდე კვირის წინ, ყველაზე კრიტიკულ მომენტში ჩვენმა ზოგიერთმა კოლეგამ ვერ გაუძლო ხელისუფლების მხრიდან შანტაჟს და მინიმუმზე დათანხმდნენ. ჩვენ ვერ შევეგუეთ ამას იმიტომ, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ეს ცვლილებების პაკეტი ნიშნავდა იმას, რომ ოპოზიციას ექნებოდა დეკორატიული ფუნქცია. ყოველი დღეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უბედურების მომტანი დღეს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ არა მხოლოდ საარჩევნო, არამედ საარსებო გარემოს გაუმჯობესებისთვის”, – განაცხადა მან.

“ამ ხელისუფლებას შევცვლით მხოლოდ არჩევნების გზით. მომავალი არჩევნები იქნება სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლა”, – განაცხადა “კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.

დარბაზში შეკრებილებს ამ დროისთვის ტრიბუნიდან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და ცნობილმა ადამიანებმაც მიმართეს.

დღევანდელი შეკრების შედეგად ოპოზიციური “ექვსიანისა” და სამოქალაქო საზოგადოების ერთობრლივი ბრძოლის სამოქმედო გეგმის შემუშავება იგეგმება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად ქვეყანაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი