ახალი ამბები

საია სამართალდაცავებს მოუწოდებს გაასაჯაროოს ფოტოგრაფების საქმე

8 ივლისი, 2011 • 1159
საია  სამართალდაცავებს მოუწოდებს გაასაჯაროოს ფოტოგრაფების საქმე

საიასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმე სამინისტროს საკუთარი ინიციატივით გაასაჯაროს ფოტოგრაფების დაკავებაზე საქმის გასაიდუმლოების გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი). აგრეთვე, საზოგადოებას, ლეგიტიმური ინტერესის დაცვის მიზნით, წარმოუდგინოს დამაჯერებელი არგუმენტები საქმისათვის საიდუმლო გრიფის მინიჭების მიზანშეწონილობასთან დაკავაშირებით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი იცა შინაგან საქმეთა სიმინისტროს მიერ 2011 წლის 7 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 314- მუხლისჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტოკორესპონტენდენტებს: ირაკლი და ნათია გედევანიძეებსა და ზურაბ ქურციკიძეს.

გუშინ, 7 ივლისს, ადვოკატები შეხვდნენ დაკავებულ პირებს და გაესაუბრნენ მათ.

«  საქმე საიდუმლოების გრიფით მიმდინარეობს, შესაბამისად, ცენტრის ადვოკატები პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე ვალდებული არიან დაიცვან გამხელისაგან მათ ხელთ არსებული ინფორმაცია.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაკავებულები არიან ფოტოკორესპონდენტები, მათ შორის საერთაშორისო მედია საშუალებებთან თანამშრომლობაში მყოფი ფოტოგრაფები. აღნიშნული ფაქტი განაპირობების დაკავებულთა და დაკავების ფაქტის მიმართ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს», ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 8 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

ოთხი ფოტოგრაფი– ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი), მისი მეუღლე  ნათია გედენიძე (“პრაიმ–ტაიმის” და “კვირის პალიტრის” ფოტორეპორტიორი”), ზურაბ ქურციკიძე (ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტორეპორტიორი), გიორგი აბდალაძე (გაზეთ “ალიას” ფოტორეპორტიორი, საგარეო საქმეტა სამინისიტროს ფოტოგრაფი)– სამართალდამცავებმა 7 ივლისს დააკავეს.

პროკურატურას მათთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მათ ბრალი ედებათ ჯაჯუშობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი