ახალი ამბები

2.6 მილიონიანი ტირაჟის მქონე ბრიტანული ტაბლოიდი არსებობას წყვეტს

8 ივლისი, 2011 • • 1070
2.6 მილიონიანი ტირაჟის მქონე ბრიტანული ტაბლოიდი არსებობას წყვეტს

2.6 მილიონი ყოველკვირეული ტირაჟისა და 168-წლიანი ისტორიის მქონე ბრიტანული ტაბლოიდი „News of The World” 10 ივლისს დაიხურება. გადაწყვეტილება „ნიუს კორპის“ ბრიტანული კომპანიების ხელმძღვანელმა, ჯეიმს მერდოკმა მიიღო. მიზეზი, ტაბლოიდის თანამშრომლების მიერ ცნობილი, თუ უცნობი ადამიანების სატელეფონო საუბრების არალეგალური მოსმენა გახდა, რასაც ბრიტანეთში დიდი სკანდალი მოჰყვა.

რუპერტ მერდოკმა „News of The World” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძილივი ისტორიის მქონე გაზეთი 1969 წელს შეიძინა. გაზეთში 200-მდე ადამიანი მუშაობს და მას რუპერტ მერდოკის შვილი, ჯეიმს მერდოკი მართავს.

„ის კარგი საქმეები, რომელსაც „News of The World” ახორციელებდსა, ცუდმა საქმეებმა გადაფარეს. თუ გაზეთისადმი წაყენებული ბრალდებები სიმართლეა, ეს არაჰუმანური იქნება და მისი ადგილი ჩვენს კომპანიაში არ არის,“ – განაცხადა ჯეიმს მერდოკმა. მის კომენტარს ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ აქვეყნებს.

ტაბლოიდის ჟურნალისტებმა სხვა სატელეფონო საუბრებთან ერთად, გატეხეს 2002 წელს მოკლული თინეიჯერის, Milly Dowler-ის ტელეფონის ხმოვანი ფოსტა და იქ არსებული ხმოვანი შეტყობინებები გამოაქვეყნეს. გარდა ამისა, სკანდალურ გამოცემას ედავებიან დიდ ბრიტანეთში ტერაქტების სერიის შედეგად, ასევე ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ახლობლების სატელეფონო საუბრების მოსმენას.

მკითხველთა გარდა, უკანასკნელი კვირის განმავლობაში ტაბლოიდს ბოიკოტი გამოუცხადეს რეკლამის დამკვეთებმა, რომელთა შორის არიან ფორდი, მიცუბიში, სხვადასხვა ბრიტანული ბანკები და ა.შ. ცნობილმა მსახიობმა ჰიუ გრანტმა რეკლამის დამკვეთებს „ნიუს კორპთან” თანამშრომლობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მსახიობი, სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, რომელთა შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონიცაა, „News of The World-ის” არალეგალური სატელეფონო მოსმენების მსხვერპლი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი