ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებით

8 ივლისი, 2011 • 1348
სახალხო დამცველის განცხადება დაკავებულ ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებით

“2011 წლის 7 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ თბილისის #1 დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც შეხვდნენ და გაესაუბრნენ დაკავებულ ფოტორეპორტიორებს ნათია და ირაკლი გედენიძეებს, გიორგი აბდალაძეს და ზურაბ ქურციკიძეს. 

დაკავებულების განცხადებით, არც დაკავების დროს და არც დაკავების შემდეგ ადგილი არ ჰქონია მათ სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას, იზოლატორის ადმინისტრაციის მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ გააჩნიათ, ისინი დაკავების შემდეგ მოინახულა ექიმმა.  მათ განაცხადეს, რომ დროულად მიეწოდებათ საკვები და საყოფაცხოვრებო პირობები დამაკმაყოფილებელია. 

სახალხო დამცველის რწმუნებულების ვიზიტისას გიორგი აბდალაძე და  ზურაბ ქურციკიძე უკვე მონახულებული ჰყავდათ ადვოკატებს, ხოლო ნათია და ირაკლი გედენიძეები ადვოკატს სახალხო დამცველის რწმუნებულების ვიზიტის შემდეგ შეხვდნენ.

სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს  დაკავებული პირების მდგომარეობის მონიტორინგს”, –ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ დღეს, 8 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი