ახალი ამბები

დაკავებული ფოტოგრაფები

7 ივლისი, 2011 • • 2403
დაკავებული ფოტოგრაფები

ქართველმა სამართალდამცავებმა წუხელ, გვიან ღამით 5 ფოტოგრაფი დააკავეს, რომელთაგან ერთი, შაჰ აივაზოვი ცოტა ხნის წინ გაანთავისუფლეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ჯაშუშობაში ედებათ.

დაკავებულები არიან:

1. გიორგი გედენიძე: დაბადებული  1973  წელს. 1990-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობდა საქინფორმის ფოტოქრონიკაში. ის წლების მანძილზე ასევე მუშაობდა გაზეთ ასავალ-დასავალში, ალიაში, სააგენტო ინტერპრესნიუსში, ასევე სააგენტო „როიტერსში“  სტრინგერ ფოტოგრაფად. გიორგი გედენიძე 2006 წლიდან საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფია.

ირკალი გედენიძე
ირკალი გედენიძე

2.

ნათია გედენიძე: გაზეთ პრაიმტაიმის ფოტოგრაფი.
ნათია გედენიძე: გაზეთ პრაიმტაიმის ფოტოგრაფი.

 

3. ზურაბ ქურციკიძე, ევროპის ფოტოსააგენტო

ზურაბ ქურციკიძე
ზურაბ ქურციკიძე

4. გიორგი აბდალაძე: წლების მანძილზე თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოებთან. 2008 წელს საქართველოში, აგვისტოს ომში გადაღებულმა მისმა ფოტოებმა სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემების პირველი გვერდები მოიარა. ბოლო დრომდე მუშოაბდა გაზეთ „ალიასა“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

გიორგი აბდალაძე
გიორგი აბდალაძე

 

განთავისუფლებული შაჰ აივაზოვი: დაიბადა 1956 წელს.  1980-1990 წლებში მუშაობდა საქინფორმში. 1992 წლიდან არის „ასოშიეიტედ პრესის“ კორესპონდენტი ამიერკავკასიაში. მუდმივად თანამშრომლობს თბილისში აზერბაიჯანულენოვან გაზეთში “გურჯისტან”.

შაჰ აივაზოვი
შაჰ აივაზოვი

მასალების გადაბეჭდვის წესი