ახალი ამბებირეკლამა

გალტ & თაგარტმა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკის წოდება მიიღო

16 მარტი, 2016 • 1305
გალტ & თაგარტმა  საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკის წოდება მიიღო

Global Banking & Finance Review -მ გალტ & თაგარტი დაასახელა როგორც 2016 წლის „საუკეთესო მრჩეველი კორპორატიულ ფინანსებში საქართველოში“, ასევე „საუკეთესო საინვესტიციო საბროკერო კომპანია საქართველოში“ და „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში“.

„გალტ & თაგარტი მოწოდებულია გაუწიოს მის კლიენტებს საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტრანზაქციების შემთხვევაში. ჩვენი საბროკერო მომსახურება მომხმარებელს სთავაზობს შეუდარებელ რეგიონალურ გამოცდილებას  და წამყვან   ბაზრებზე ვაჭრობის შესაძლებლობას. აღნიშნული ჯილდოები არის ხსენებული მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში,“ – განაცხადა გალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი