ახალი ამბები

დაკავებულია რამდენიმე ცნობილი ფოტოგრაფი

7 ივლისი, 2011 • 1071
დაკავებულია რამდენიმე ცნობილი ფოტოგრაფი

ვრცელდება ცნობები პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ირაკლი გედენიძის და მისი მეუღლის, ასევე, რამდენიმე საერთაშორისო სააგენტოს ფოტოგრაფების დაკავების შესახებ.

პრეზიდენტის ფოტოგრაფთან ერთად დაკავებულები არიან: ევროპის პრეს– ფოტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე და”ასოშეიტედ პრესის” ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი..

ცნობები დაკავებული ფოტოგრაფების შესახებ სააგენტი “ინტერპრესნიუსმა” ფოტოგრაფების ოჯახის წევრებზე და ახლობლებზე დაყრდნობით გაავრცელა.

ოფიციალური ცნობები დაკავებულების შესახებ არ ვრცელდება. არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც პროკურატურა არანარირ ინფორმაციას არ ავრცელებს და ამ უწყებების პრესამსახურებიც  სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

დაკავებულ ფოტორეპორტიორ გია აბდალაძეს ბრალი 314-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” აბდალაძის მეუღლემ ნესტან ნეიძემ განუცხადა.

“მხოლოდ ერთი გამომძიებელი იყო, დანარჩენები ოპერმუშაკები იყვნენ. მათ გვითხრეს, რომ ადგილზე ეტყოდნენ ბრალდებას. განმარტება იყო, რომ ბრალი 314-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება. ეს კი ჯაშუშობის მუხლია. მითხრეს, რომ მოდულის შენობაში წაიყვანეს. გია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ფოტოგრაფად მუშაობს”, – განაცხადა ნესტან ნეიძემ.

მისივე ინფორმაციით, პოლიციელები გია აბდალაძის დასაკავებლად დაახლოებით ღამის 03:00 საათზე მივიდნენ.
“ყველას გვეძინა, ჩამოგვართვეს მობილური ტელეფონები, რომ არსად დაგვერეკა. მოწმედ მეზობელი შემოვიყვანეთ. გაჩხრიკეს ყველა ოთახი, წაიღეს კომპიუტერები – მამაჩემის ლეპტოპი და ბავშვის კომპიუტერი, ასევე, ოჯახის წევრების ყველა მობილური, ყველა კომპაქტდისკი – მუსიკალური თუ სხვა, ასევე “ფლეშკა” და გიას აპარატურა”, – განაცხადა ნეიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი