ახალი ამბები

სად ჩატარდება 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა

7 ივლისი, 2011 • 1213
სად ჩატარდება 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა სამხრეთ კორეაში, ქალაქ პხენჩანში ჩატარდება. მისი კონკურენტები– მიუნხენი და საფრანგეთის კურორტი ანსი იყო.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა პრეზენტაციის წარმოდგენის დროს განაცხადა, რომ 2018 წლის ოლიმპიადას სახელმწიფოს მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს.

„ეს არის კორეისთვის ნაციონალური პრიორიტეტი, ისევე, როგორც მთელი 10 წლის განმავლობაში იყო“, –განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზინდეტმა, ლი მენ ბაკმა–იუწყება ბი–ბი–სი.

სამხრეთ კორეის ქალაქმა ფხენჩანმა თავისი კანდიდატურა წელს მესამედ წარადგინა.

2010 წელს ზამთრის ოლიმპიადა ვანკუვერში ჩატარდა. 2014 წელს ის სოჭში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი