ახალი ამბები

ახალი ფრაქცია ბათუმის საკრებულოში

6 ივლისი, 2011 • 1008
ახალი ფრაქცია ბათუმის საკრებულოში

ბათუმის საკრებულოში ახალი ფრაქცია – „ბათუმისთვის, იქმნება. აქამდე მოქმედი ფრაქცია, რომელსაც არსებობის ერთი წლის ისტორია აქვს, იშლება. ოპოზიციური ფრაქცია კონსერვატორ მამული ჟღენტის, რესპუბლიკელი ირაკლი ჩავლეიშვილის და უპარტიო  ჯუმბერ კობალაძის შემადგენლობით შეიქმნება. ახალი ფრაქციის შექმნის თხოვნით საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კანცელარიას განცხადებით უკვე მიმართეს. საკითხს ბიუროს უახლოეს სხდომაზე განხილავენ.

 

ბათუმის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქცია აქამდეც არსებობდა, რომლის თავჯდომარე ქრისტიან-დემოკრატი ნაზიბროლა ქობულაძე იყო. ,კონსერვატორმა მამული ჟღენტმა ძველი ფრაქციის დატოვების შესახებ უკვე განაცხადა, რაც ავტომატურად გამოიწვევს ფრაქცია „ბათუმის“ დაშლას. დებულების თანახმად ფრაქციის შექმნის უფლება მინიმუმ სამ წევრს აქვს. ფრაქციის დატოვების მიზეზად ჟღენტმა რვიანთან დაკავშირებული პრობლემა დასაახელა. ,ვინაიდან რვიანი დატოვეს ქრისტიან –დემოკრატებმა,   ჟღენტს მიუღებლად მიაჩნია ბათუმის საკრებულოში ფრაქციაში ამ პარტიის წარმომადგენლებთან ერთად იმუშაოს.“

ირაკლი ჩავლეიშვილი: „ქრისტიან დემოკრატებმა და მემარჯვენებმა არჩიეს ხელისუფლებასთან თბილ გარემოში ყოფნა, ჩვენ, „რესპუბლიკელები“,  დავრჩით 6 – იანის შემადგენლობაში და ვემზადებით არჩვენებისთვის.“

 

ნეტგაზეთის შეკითხვაზე,  არის თუ არა  ახალი ფრაქციის–  „ბათუმისთვის“– შექმნის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება თბილისში პოლიტიკურ ლიდერებთან შეთანხმებული,  ჯუმბერ კობალაძე პასუხობს, რომ ამ ეტაპზე მას ლიდერი არ ყავს.

 

კობალაძე ნოღაიდელის პარტიის წარმომადგენელი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოძრაობას „სამართლიანი  საქართველოსთვის“ სათავეში ჯავახაძე ჩაუდგა, მან პარტია დატოვა.

უპარტიო კობალაძე განმარტავს, რომ „იქნება თუ არა საკრებულოს ფრაქციაში ზურაბ ნოღაიდელთან, ამის შეთანმების საჭიროება არ არსებობს.“

 

კობალაძის განმარტებით, ნოღაიდელი მას ბოლოს ახალი წლის მოსალოცად დაუკავშირდა და დიდი ხანია უკვე კონტაქტი აღარ ქონია. იგი ამბობს, რომ არც ის იცის, ამ ეტაპზე ნოღაიდელი საქართველოშია, თუ საზღვარგარეთ იმყოფება.

 

ნეტგაზეთი“ საკრებულოს წევრს, ქრისტიან-დემოკრატ ვაჟა ვერულიძეს დაუკავშირდა. ვაჟა ვერულიძემ განმარტა, რომ მამული ჯღენტმა ისინი ფაქტის წინაშე დააყენა: „სიმართლე გითხრათ, არგუმენტი რვიანთან დაკავშირებით არადამაჯერებელია.  ერთ კონკრეტულ საკითხზე  შეუთანხმებლობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სხვა საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობას და შეთანხმებას ვერ მიაღწევ. მართალია, ჩვენ გარკვეულ ბერკეტს ვკარგავთ, მაგრამ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.“ – თქვა მან.

გარკვეულია,  ვინ იქნება ახალი ფრაქციის თავმჯდომარე. რესპუბლიკელი ირაკლი ჩავლეიშვილი ,სავარაუდოდ,  თვის ბოლოს ახალ თანამდებობას დაიკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი