ახალი ამბები

მეუფე ზენონი: „გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე“

5 ივლისი, 2011 • 1341
მეუფე ზენონი: „გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე“

საქართველოში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მიღება სომხეთის პატრიარქის ინტერესებში შედიოდა. ეს განცხადება მეუფე ზენონმა (დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველი) ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გააკეთა.

„როდესაც სომხეთის პატრიარქი ჩამოვიდა საქართველოში, ის ჩამოვიდა კონკრეტული მისიით: მიეღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი საქართველოში და მიეღო მესაკუთრის უფლების აღდგენა  იმ ეკლესია–მონასტრებზე და ნაგებობზე, რაზეც იგი აცხადებდა პრეტენზიას.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მის უწმინდესობასთან შეხვედრის შემდეგ მისმა უწმინდესობამ, როდესაც მოისმინა მისი განცხადება, მას უთხრა, რომ არა გვაქვს საწინააღმდეგო, რომ მიიღოთ სტატუსი, თუმცაღა, ჩვენც გვაქვს ჩვენი მოთხოვნები სომხეთში ქართული ეპარქიისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ. და მაშინ ასეთი რამ მოხდა, რომ სომხეთის პატრიარქმა წინააღმდეგობა არ გამოხატა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლო წუთებში მან უარი განაცხადა ხელმოწერაზე, აი, ამ შეთნხმების“, – განაცხადა მეუფე ზენონმა.

მისივე თქმით, სომხეთის პატრიარქის ვიზიტს რამდენიმე დღეში მოჰყვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რომლითაც გაირკვა, რომ სწორედ „ამ სტატუსის მიღებას უკავშირდებოდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნა“.

„სომხურმა ეკლესიამ იმ წუთში მიზანს ვერ მიაღწია, როგორც მას ჰქონდა დასახული, მაგრამ მან მიაღწია ხელისუფლების საშუალებით… როდესაც სომხეთის პატრიარქი დაბრუნდა სამშობლოში, მის ვიზიტს საქართველოში მოყვა ძალიან უარყოფითი გამოხმაურება სომხურ წრეებში და ასეთი ტერმინითაც იყო ასახული, რომ გამარჯვებული ვერ დაბრუნდა სომხეთის პატრიარქი.

ხელისუფლების ქმედებით გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე, სომხურ პოზიციას და მოსაზრებას თუ გამოვიყენებთ, და მე მინდა გითხრათ, რომ დამარცხებული ქართული ეკლესია არც საქართველოში ვიქნებით და არც არსად“, – განცხადა მეუფე ზენონმა.

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველმა ღიად განაცხადა, რომ საქართველოში საჯარო სამართლის იურიდიული სტატუსის მინიჭება არ შედიოდა კათოლიკური და ბაპტისტური ეკლესიების მოთხოვნებში:

„დღევანდელი სტატუსის შესახებ როდესაც გაჩნდა მოცემულობა, აღმოჩნდა, რომ კათოლიკური ეკლესია ამ თემასთან დაკავშირებით სრულიად არ იყო საქმის კურსში. უფრო მეტიც, მას ეს სტატუსი არ ჰქონდა მოთხოვნაში, მას ჰქონდა საერთაშორისო სტატუსის მოთხოვნა, იმიტომ, რომ ის საერთაშორისო სუბიექტს წარმოადგენს და, შესაბამისად, უნდოდა ამ სახით დარეგისტრირება საქართველოში.

ბაპტისტურ–ევანგელისტურ ეკლესიას, ასევე, არ მიაჩნდა და არ მიაჩნია, რომ ეს არის მისთვის საუკეთესო სტატუსი, მას თავისი ხედვები გააჩნია“.

მეუფე ზენონის თქმით, საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხზე რამდენიმე წლის მანძლზე მიმდინარეობდა მოლპარაკებები:

„ხელმოწერილი იქნა დოკუმენტი, რომლითაც საქართველოს ეკლესია, მას შემდეგ, რაც ეს ეკლესიები დაეხმარებოდნენ მას კონსტიტუციური შეთანხმების (იგულისხმება კონკორდატი – რედ.) მიღებაში, იფიქრებდა და იმსჯელებდა იმის შესახებ, რომ მათ ჰქონოდათ რელიგიური სტატუსი საქართველოში. ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი, როდესაც ჩვენ სასწაულებრივად მივაღწიეთ შედეგს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი