ახალი ამბები

საპატრიარქო: “შეთანხმება ვერ შედგა”

5 ივლისი, 2011 • 1091
საპატრიარქო: “შეთანხმება ვერ შედგა”

საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების სტატუსის  განსაზღვრასთან დაკავშირებული ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში, რომელიც დღეს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, საქართველოს საპატრიარქოსთვის მიუღებელია.

“ვფიქრობ, ეს კანონი თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომალშივე გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება”, – ასეთია საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.

საპატრიარქოში განმარტეს, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები საკუთარი ინიციატივით მივიდნენ საპატრიარქოში, მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების პროცედურის შეჩერება მოითხოვა.

“საპატრიარქო კვლავ აყენებდა წინადადებას კანონპროექტის მიღების პროცესის შეჩერების, მისი საჯარო განხილვისა და საზოაგადოებრივი აზრის კონსესუსის მიღწევის თაობაზე. შემდეგ კი, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, კომპრომისული ვარიანტიც შევთავაზეთ. შეთანხმება ვერ შედგა, რაც მეტად სამწუხაროა ,რადგან აწ უკვე მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის  ინტერესებს”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი