ახალი ამბები

საპროტესტო მსვლელობა

5 ივლისი, 2011 •
საპროტესტო მსვლელობა

ქართული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია მოდულის შენობასთან
ქართული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია მოდულის შენობასთან

აქციის გასამართად „მოდულის“ შენობასთან მისული “ქართული პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შენობასთან არ გაჩერებულან. მათ პროტესტი შენობის წინ სიარულით გამოხატეს.

აქცია ლოზუნგით „შეწყდეს დაპატიმრებულთა წამება“ „ქართული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის 20–მდე წარმომადგენელმა გამართა.

„მე ვარ ახალგაზრდა, რომელსაც არ უნდა, რომ დაკავებულებს აწამებდნენ. თქვენ იცით, რომ „ქართული პარტიიდან“ დაკავებულები არიან წამებაში და ამ აქციით ჩვენ მათ სოლიდარობას ვუცხადებთ“, –განაცხადა აქციაზე მისულმა „ქართული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა.

რაც შეეხება აქციის ფორმას, აქციის მონაწილეების თქმით, მათ  უბრალოდ ასეთი ფორმა აირჩიეს.

„მოდულის“ შენობის მოპირდაპირე მხარეს ქართული პარტიის ლიდერები, სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილიც იმყოფებოდნენ. ისინი აქციას არ შეერთებიან.

„ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ დავაკვირდეთ აქციის მსვლელობას. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რა ხდება სინამდვილეში. სინამდვილეში ამ გამჭვირვალე შენობების ქვეშ ჯურღმულებია, სადაც ადამიანებს აწამებენ და აიძულებენ, გააკეთონ გარკვეული ქმედებები, რომელთაც შემდეგ მათ საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ“, –განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა.

კიწმარიშვილი გუშინ “ქართული პარტიის” ოფისში პოლიციელების შესვლის ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა:

„ადამიანები,რომლებიც რამდენიმე დღის მანძილზე იდგნენ ქართული პარტის ცენტრალურ ოფისთან, ისევე თავხედურად აგრძელებენ იქ დგომას, ახორციელებენ გადაღებას, და ეს ყველაფერი ხალხის გადასახადების ხარჯით ხორციელდება. თუმცა, ამ ადამიანებს ჩვენ ვეპატიჟებით, შემობრძანდნენ. ერთხელ უკვე ისინი შემობრძანდნენ და წარმოდგენა არ გვაქვს რა დატოვეს, იმიტომ რომ ეს იყო 150 კაცის შემოსვლა ოფისში. ეს ყველაფერი არის რეჟის აგონია. რეჟიმის ისტერია იმ პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ, რომელიც მათ ღამე არ აძინებს, რომლის გამოც დღეს ისინი ამ საქმიანობით არიან დაკავებულები. უპირსიპირდებიან საკუთარ ხალხს, აწამებენ უდანაშაულო ადამიანებს.იჭერენ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ რომ ისინი ნათესავები არიან ვინმესი. 37 წელი სხვა არაფერი იყო. ჩვენ ამას არ მოვსწრებივართ, მაგრამ ვიცით რომ ეს იყო ტოტალიტარიზმის გამოვლინება. ეს არის სააკაშვილის რეჟიმიც“.

მასალების გადაბეჭდვის წესი