ახალი ამბები

სტიქია სამცხე-ჯავახეთში

5 ივლისი, 2011 • • 1148
სტიქია სამცხე-ჯავახეთში

წუხელ მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ მნიშვნელოვნად დააზარალა სამცხე-ჯავახეთი, ყველაზე მეტი ზიანი ადიგენის რაიონის ხუთ სოფელს მიადგა. ადგილობრივების თქმით, ძლიერი სეტყვა ნახევარი საათი გრძელდეობდა, რასაც თან წვიმაც დაერთო,  შედეგად კი საცხოვრებელი სახლები და ნათესები დაიტბორა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის, სიმონ პარუმაშვილის თქმით, დაზარალდა ხუთი სოფელი, განადგურდა ნათესები, სოფლებს შორის დამაკავშირებელს გზაზე კი მეწყერი ჩამოწვა. გამგებლის ინფორმაციითვე, წყალი მოსახლეობის სახლებშიც შევიდა და პირველი სართულები დატბორა.

ადგილობრივების თქმით, სრულად არის განადგურებული კიტრის, პომიდვრის, კარტოფილის, ლობიოს, სიმინდისა და ყურძნის მოსავალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი