ახალი ამბები

12 პარტია: შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაკავება და წამება!

4 ივლისი, 2011 • 1011
12 პარტია: შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების  დაკავება და  წამება!

«უკანასკნელ პერიოდში საქართველოში მასობრივი ხასიათი მიიღო ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნამ. პოლიტიკური რეპრესიები რამდენიმე ათეულ მოქალაქეს შეეხო. ისინი სამართალდამცავებმა პარტიული ნიშნით დააკავეს, რის შემდეგაც არ მიეცათ კანონმდებლობით გათვალისწინებული და აღიარებული უფლებების გამოყენების საშუალება» , – ასე იწყება მიმართვა, რომელსაც ხელს 12 ოპოზიციური პარტია აწერს.

მიმართვა «ქართულმა პარტიამ» შეიმუშავა. პარტიის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 4 ივლისს, 15.00 საათზე, საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კიდევ სამი პარტიის ხელმოწერას ელოდებოდა, რომლის შემდეგაც მიმართვაზე ხელმომწერი პარტიები დასახელდებოდნენ და განცხადების ტექსტი გავრცელდებოდა.  დღის ბოლოს გავრცელებულ მიმართვას ხელს ისევ 12 პარტია აწერს.

 

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი პარტიები:

 

ლეიბორისტული პარტია /შალვა ნათელაშვილი/

ეროვნული ფორუმი /კახა შარტავა/

რესპუბლიკური პარტია /დავით უსუფაშვილი/

ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები /ირაკლი ალასანია/

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო /ნინო ბურჯანაძე/

ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა /გიორგი თარგამაძე/

ახალი მემარჯვენეები /დავით გამყრელიძე/

ქართული დასი /ჯონდი ბაღათურია/

მწვანეთა პარტია / გია გაჩეჩილაძე/

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს /გოგი თოფაძე/

ჩვენ თვითონ /პაატა დავითაია/

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა

და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის

თავმჯდომარის მოადგილე /დიმიტრი ლორთქიფანიძე/

 

«გადაჭრით ვგმობთ საკუთარი მოქალაქეების მიმართ ხელისუფლების არაჰუმანურ, უკანონო და დანაშაულებრივ მოპყრობას და მოვითხოვთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების წამების დაუყოვნებლივ შეწყვეტას» – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ზემოთმოყვანილი პარტიები აწერენ ხელს.

 

12 პარტია მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში, მოახდინონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, «რათა შეწყდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეების სამართლებრივი დევნა და რეპრესიები».

მასალების გადაბეჭდვის წესი