თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი უნივერსიტეტის შეობაში ძალით შევიდა. მათ წინააღმდეგობას უწევდნენ დაცვის წარმომადგენლები, თუმცა I კორპუსის შენობაში შეღწევა მაინც მოახერხეს.
სტუდენტებმა, მათ შორის, აუდიტორია #115-ის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის ერთ-ერთ შესასვლელთან, საიდანაც თვითმმართველობის აქციის წევრების ნაწილი შენობაში შეიჭრა, ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. სტუდენტები პოლიციას და თსუ-ს დაცვას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.