ახალი ამბები

საყრდენი კედლის ჩამონგრევის გამო პუშკინის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია

15 მარტი, 2016 • 1322
საყრდენი კედლის ჩამონგრევის გამო პუშკინის ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია

თბილისის მერიის ცნობით, პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია, რაც გამოიწვია ღამის საათებში გზის საყრდენი კედლის ჩამონგრევამ.

“ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ კედელი რამდენიმე წლის წინ სამშენებლო ნორმების დარღვევით აიგო, კერძოდ, კედელს არ ჰქონდა შესაბამისი საძირკველი, რაც მოკლე დროში მისი ჩამონგრევის მიზეზი გახდა. კედლის ჩამონგრევისას სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა,”- აცხადებს მერია.

მერიის ცნობით, ამ დროისათვის კედლის დემონტაჟი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, საავტომობილო მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე კი ხვალ აღდგება.

სამუშაოები პუშკინის ქუჩაზე. ფოტო - თბილისის მერია

სამუშაოები პუშკინის ქუჩაზე. ფოტო – თბილისის მერია

მასალების გადაბეჭდვის წესი