პენტაგონი: ISIS-ის ერთ-ერთი მეთაური, თარხან ბათირაშვილი მოკლულია

პენტაგონის ოფიციალურად ადასტურებს, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) ერთ-ერთი მეთაური, თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი მოკლულია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, ალ-შაშინი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ამერიკული ავიადაბომბვის დროს მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა.

თარხან ბათირაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრია. საქართველოში სამხედრო სამსახურის შემდეგ იგი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა. 2013 წლიდან ალ-შიშანი ექსტრემისტული დაჯგუფება ISIS-ის ჩრდილოეთ სირიაში მოქმედ ძალებს მეთაურობდა. 2014 წლის სექტემბერში აშშ-მა აბუ ომარ ალ-შიშანი “შავ სიაში” შეიყვანა, ხოლო 2015 წლის მაისში მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.

აბუ ომარ ალ-შიშანის დაღუპვის შესახებ მედიით ინფორმაცია უკვე რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა არ დადასტურდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.