ზოგად უნარებში გამოცდები დღეს და ხვალ, 4 და 5 ივლისს, ჩატარდება.
ზოგადი უნარების გამოცდა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება, მაქსიმალური ზღვარი 80 ქულაა, ხოლო მინილამური კომპეტენციის გადასალახავად აბიტურიენტმა 21 ქულა უნდა დააგროვოს.
ტესტი 80 დავალებას შეიცავს, მათემატიკურსა და ვერბალურს. თითოეულ ნაწილზე აბიტურიენტს საათნახევარი ეთმობა. სიახლეა მათემატიკური დავალებების ბლოკში, დამატებულია მონაცემთა საკმარისობის დავალებები, რომელთა მიხედვით აბიტურიენტმა უნდა განსაზღვროს, რა კომპონენტი აკლია დავალებას სწორად ამოსახსნელად.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ზოგად უნარებში ტესტები ქართულ, აფხაზურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზეა დაბეჭდილი. ზოგადი უნარების ტესტს 328 სომეხი და 436 აზერბაიჯანელი აბიტურიენტი მშობლიურ ენაზე აბარებს.
სამინისტროს ინფორმაციითვე, საუკეთესო შედეგის მქონე ასი სომეხი და ასი აზერბაიჯანელი სტუდენტის სწავლებასიგი 450 ათასი ლარის სასწავლო გრანტით დააფინანსებს.
ზოგადი უნარების გამოცდის დაწყებას, სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში აკვირდებოდა.





