ახალი ამბები

რენი ჰარლინის ბინა ბათუმში

4 ივლისი, 2011 • 1149
რენი ჰარლინის ბინა ბათუმში

„აგვისტოს ხუთი დღის“ რეჟისორმა ბათუმში ბინის შესაძენად “ორბი ჯგუფთან” ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

“ფასისა და ფართობის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჰარლინი თავის მეგობარ ქალთან ერთად მოვიდა ოფისში. ის ბინის ყიდვის მიზნით პირველად 2 ივლისს მოვიდა, ხოლო 3-ში ხელშეკრულებაც გავაფორმეთ”, განუცხადა „ბათუმელებს“ “ორბი ჯგუფის” მფლობელმა, გია ბიწაძემ.

პირველად ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” 3 ივლისს გაავრცელა. სააგენტოს ცნობით,  რენი ჰარლინმა ბათუმის პრესტიჟულ უბანში, ზღვიდან 50 მეტრით დაშორებულ სასტუმროს ტიპის მშენებარე სახლში 45 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა შეიძინა”.

საუბარია სატუმროს ტიპის საცხოვრებლ კომპლექსზე, რომელსაც „ორბი ჯგუფი“ ბათუმის ბულვარში აშენებს.

რეჟისორი რენი ჰარლინი საქართველოში 5 ივნისს “აგვისტოს 5 დღის” პრემიერაზე ჩამოვიდა. ფილმმა, რომელიც 20 მილიონი დოლარი დაჯდა. ამ მოვლენამ საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგიერთი კინოკრიტიკოსის აზრით, ეს ფილმი უხარისხო ბლოკბასტერია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი