ერთი ელმავალი და სატვირთო მატარებლის ნავთობით დატვირთული ორი ვაგონი დაიწვა გუშინ ხარაგაულში, სადგურ „მარელისთან“.
ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. დამწვარია სადგურის შენობის ნაწილიც. იმერეთის სამაშველო სამსახურმა პრევენციის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის ინციდენტის მიზეზები. საქართველოს რკინიგზა ამ დრომდე ინფორმაციას არ ავრცელებს.
საქართველოს რკინიგზაზე ავარიის გამო სარკინიგზო მიმოსვლა რამდენიმე საათით შეწყდა, რის გამოც 3 ივლისს სამგზავრო მატარებლები სადგურებიდან რამდენიმე საათის დაგვიანებით გავიდნენ.
თბილისის ცენტრალური სადგურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სამგზავრო მატარებელი მახინჯაური–თბილისი 07.10 საათის ნაცვლად 10.00 საათის შემდეგ ჩამოვა.
ამავე თემაზე:





