ახალი ამბები

სამგზავრო მატარებლების მოძრაობა აღდგა

4 ივლისი, 2011 • 1064
სამგზავრო მატარებლების მოძრაობა აღდგა

სამგზავრო მატარებლების მოძრაობა აღდგა თბილისიდან მახინჯაურის და მახინჯაურიდან თბილისის მიმართულებით.

რკინიგზის ორივე სადგური სამგზავრო მატარებლებმა საათნახევრის დაგვიანებით,  01.20 წუთზე დატოვეს. მანამდე მგზავრებს უცხადებდნენ, რომ რკინიგზაზე ტექნიკური შფერხებაა და მგზავრობა მალე აღდგება.

საქართველოს რკინიგზის მგზავრთა ინფორმაციული მომსახურების სამსახურში აცხადებენ,  რომ არ ფლობენ დეტალურ ინფორმაციას მომხდარის შესახებ.  მათი თქმით, რკინიგზაზე ტექნიკური შეფერხება იყო.

ვრცელდება ცნობები, რომ ხარაგაულთან ახლოს, სადგურ “მარელისთან”, სატვირთო ვაგონებს ცეცხლი გაუჩნდა. დაუზუსტებელი მონაცემებით, დაზიანებულია სადგურის შენობაც. მსხვერპლი არ არის.

ჯერჯერობით უცნობია,  რა მდგომარეობაშია რკინიგზის ლიანდაგი ინციდენტის ადგილას და ავარიასთან დაკავშირებული სხვა დეტალები.


მასალების გადაბეჭდვის წესი