ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა შეწყვეტილია

3 ივლისი, 2011 • • 1126
საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა შეწყვეტილია

საქართველოს რკინიგზაზე ამ დროისთვის სარკინიგზო მოძრაობა შეწყვეტილია. მატარებლები არ მოძრაობენ არცერთი მიმართულებით. მომხდარის შესახებ დამატებითი ინფრმაცია ამ წუთებისათვის უცნობია.

”საქართველოს რკინიგზის” პრესსამსახური მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგურის ცნობათა ბიუროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ რკინიგზაზე ტექნიკური ხასიათის შეფერხებაა, რის გამოც მატარებლები დაგვიანებით გავლენ. რკინიგზაში არ აკონკრეტებენ, თუ რა სახის შეფერხება მოხდა და რკინიგზაზე მოძრაბა როდის აღდგება.

”სამგზავრო შემადგენლობებს არაფერი არ მოსვლია, არავინ არ დაშავებულა”, – გვითხრეს ცნობათა ბიუროში. ნეტგაზეთი ღამის განმავლობაში შეეცდება, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი